ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაუჯერებელ პროგრესს მიაღწია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ხვიჩა ის მოთამაშეა, რომელზეც ყველა კონცენტრორებულია, რადგან ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაუჯერებელ პროგრესს მიაღწია. ის ყოველთვის მაღალი დონის მოთამაშე იყო და იტალიაში ადაპტაცია სწრაფად გაიარა. ამჟამად, მან თავისი მაჩვენებლები გააუმჯობესა და ჩვენ კარგად ვიცით თანამედროვე ფეხბურთსი სტატისტიკა რამდენად მნიშვნელოვანია.
მისთვის „ნაპოლი“ მისაღები კლუბია? დღესდღეობით ასეა. მან სადაც არ უნდა ითამაშოს, მთავარია მწვრთნელი ენდოს. მას სპალეტისთთან კარგი ურთიერთობა აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას ზრდაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს“ – თქვა სანიოლმა.
21 წლის კვარაცხელიამ, რომელიც „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ყველა ტურნირზე 17-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა, ასევე 3 პენალტი „გამოიმუშავა“.




