საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ორელიან ჩუამენიმ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პენალტების სერიაში გაცუდებული დარტყმისთვის მოიბოდიშა.
„იმედგაცრუებისა და მწუხარებისგან გასათავისუფლებად დრო დამჭირდება. ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღე, მაგრამ ამან არ იმუშავა. ამიტომ, პირველმა მე უნდა მოვიბოდიშო. დარწმუნებული ვარ, რომ საფრანგეთის ნაკრებს ნათელი მომავალი აქვს. განსაკუთრებით მაშინ თუ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა გვექნება“ – დაწერა თავის ტვიტერის გვერდზე “რეალის” ნახევარმცველმა, რომლისთვის განვლილი მუნდიალი სადებიუტო იყო.
საფრანგეთის ნაკრები არგენტინასთან პენალტების სერიაში 2:4 დამარცხა – მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 3:3 დასრულდა.





