მარკინიოსი: „ეს ჭრილობა მუდამ ჩემთან დარჩება“

0
56

ბრაზილიის ნაკრები მცველ მარკინიოსის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ხორვატიის ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხით გამოწვეულ ჭრილობას მთელი ცხოვრება ვერ მოიშუშებს.
„მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატი დასრულდა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღეებიდან გარკვეული დრო გავიდა. დღემდე არ მყოფნის სიტყვები რათა აღვწერო ის მწუხარება და სირცხვილი რაც იმ მომენტში მქონდა. ოჯახი, მეგობრები და დრო დამეხმარა რომ ამ განსაცდელს გავმკლავებოდი, მაგრამ ეს ჭრილობა მუდამ ჩემთან დარჩება.
გუნდს მინდა ვუთხრა – ამაყი ვარ რომ ყველაფრის ნაწილი ვიყავი რაც ერთად გადავიტანეთ. სამწუხაროდ, იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რომელზეც ვოცნებობდით. თუმცა, წინსვლის დრო დადგა, რადგან ცხოვრება გრძელდება. წინ ახალი მიზნებისკენ და ამოცანების გადაჭრისკენ. დღეს ვგრძნობ, რომ ამისთვის მზად ვარ“ – დაწერა სოხიალურ ქსელში პსჟ-ს უკანახაზელმა, რომელმაც პენალტების სერიაში ბურთი გვერდით ძელს მოახვედრა.