კვარაცხელია: „ნაპოლის“ სტადიონზე მოხვედრილმა თავი ნამდვილ ფეხბურთელად ვიგრძენი”

0
50

ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, „ნაპოლის“ საშინაო სტადიონზე პირველად გასულმა თავი ნამდვილად ფეხბურთელად იგრძნო.
„ნეაპოლელები ფეხბურთით ცხოვრობენ. ამას მაშინვე მივხვდი, როდესაც აქ ჩამოვედი. „ნაპოლის“ სტადიონზე პირველად მოხვედრილმა თავი ნამდვილ პროფესიონალ ფეხბურთელად ვიგრძენი.
ნეაპოლის მაცხოვრებლები ჩვენგან ბევრს ელოდებიან, ამიტომ, ყველაზე მაღალ დონეზე მუშაობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ბევრ სიყვარულს გვჩუქნიან. ნეაპოლელები და ქართველები პირველ ადგილზე ოჯახს აყენებენ და ამიტომ, აქ თავს როგორც საკუთარ სახლში ვგრძნობ“ – ციტირებს Football Italia საქართველოს ნაკრების 21 წლის მარცხენა გარემარბ, რომელმაც „ნაპოლი“ მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.