სკალონი: „ჩემს ადგილზე ყოფნას ნებისმიერი არგენტინელი ინატრებდა“

0
32

ლიონელ სკალინის ეჭვი არ ეპარება, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლეო მესი მსოფლიო ფეხბურთისს ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. არგენტინელთა თავკაცმა ამის შესახებ კატარის მუნდიალის 1/2-ფინალში ხორვატებთან 3:0 მოგებული მატჩი მერე განაცხადა, რომელშიც მესიმ პენალტი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
„ახლა გამარჯვებას ვზეიმობთ, რადგან ეს ძალიან ემოციური მოვლენაა. თუმცა, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. დიახ, ახლა ზეიმის დროა, მაგრამ საჭიროა ვიფიქროთ იმაზე რაც წინ გველოდება.
მატჩის პირველ წუთებში ხორვატები ბურთს დაეუფლნენ, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ მსგავსი რამ შესაძლოა მომხდარიყო. მათი ნახევარდაცვის წინააღმდეგ თამაშში რთულია. ვიცოდით, რომ ამ დროს თამაშიდან გამომდინარე უნდა გვემოქმედა. ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა.
ვცდილობ არ ვინერვიულო. ახლა იმ ადგილზე ვარ, სადაც ყოფნას ყველა არგენტინელი ინატრებდა.
ზოგჯერ ისე ჩანს, რომ ამას მხოლოდ იმიტომ ვლაპარაკობთ, რადგან არგენტინელები ვართ. თუმცა, მიმაჩნია, რომ მესი ისტორიაში საუკეთესოა. ამაში ეჭვი არ მეპარება“ – იუწყება სკალონის ნათქვამს არგენტინის ნაკრების ტვიტერის გვერდი