ბათუმის „დინამომ“ წარმატებული სერია გაახანგრძლივა

0
3

გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ წაუგებელი მატჩების სერია ექვსამდე (4 გამარჯვება და 2 ფრე) გაზარდა.
მე-15 ტურში ბათუმელებმა გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „რუსთავი“ მიიღეს და მინიმალური ანგარიშით აჯობეს. მატჩის დასაწყისში ანგარიშის გახსნა თორნიკე კირკიტაძეს შეეძლო, რომლის თავურის მერე ბურთი ზედა ძელს მოხვდა. შეხვენებამდე თავის გამოჩენა სტუმართა განელ ფორვარდ ბილი ჯიბრილს შეეძლო, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და ლაზარე კუპატაძემ ბურთი ფეხით მოიგერია
59-ე წუთზე ლუკა წულუკიძე, მეტოქის ნახევარზე ქუსლით კარგი პასი მისცა ლუკა ლაკვეხელიანს, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და შეცვლაზე შესულმა გიორგი კოხრეიძემ ერთი შეხებით გაიტანა.
„დინამომ“ 21 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო გია ცეცაძის გაწვრთნილი „რუსთავი“ 23 ქულით მესამეა.
დინამო ბთ 1:0 რუსთავი 
ლაშა თაბაგარი