დიდიე დეშამი: „საოცარი მიღწევა გვაქვს“

0
27

დიდიე დეშამს მიაჩნია, რომ საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებს სწორი მენტალიტეტი და სწორი აზროვნება აქვს, რაც კარგად ჩანს. ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ინგლისთან 2:1 გამარჯვების და 1/2-ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლის შემდეგ განაცხადა.
„ეს საოცარი მიღწევაა.  დიდი მატჩი ჩავატარეთ და ძალიან ძლიერ გუნდს შევხდით. ჩვენი შესაძლებლობა ისევ გამოვავლინეთ.
ის ფაქტი, რომ კვლავ 1/2-ფინალში ვართ ყველა მოთამაშისთვის კარგია. გვურს დრო გავაჩეროთ და მომავალ ოთხშაბათამდე დავტკბეთ. ჩვენ ორი მენტალიტეტი და აზროვნება გვაქვს, რაც სჩანს კიდეც. უპირატესობა ჩვენი სულიკვეთების და ვაჟკაცობით შევინარჩუნეთ.
მაროკოსთან მატჩისთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადებით. ეს გუნდი პატივისცემას იმსახურებს, რაც გასაკვირი არაა“ – იუწყება დეშამის ნათქვამს rmcsport.bfmtv.com.