მესი: „არ უნდა დააყენო მსაჯი, რომელიც შესაბამის დონეს ვერ აკმაყოფილებს“

0
45
Argentina's Lionel Messi celebrates after scoring Argentina's second goal during the World Cup quarterfinal soccer match between the Netherlands and Argentina, at the Lusail Stadium in Lusail, Qatar, Friday, Dec. 9, 2022. (AP Photo/Francisco Seco)

ლიონელ მესი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ნიდერლანდებთან პენალტების სერიაში მოგებულ მატჩში ესპანელი მატეო ლაოსის მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.
„გაბრაზებული ვარ, რადგან მიმაჩნია ყველაფერი ასე არ უნდა დასრულებულიყო. მსაჯზე საუბარი არ მინდა. სიმართლის ლაპარაკი არ გამოდის, რადგან შემდეგ ამისთვის დაგსჯიან.
მატჩის განმავლობაში გვეშინოდა, ვინაიდან არ ვიცოდით ეს ვინაა. ფიფამ სიტუაციას უნდა გადახედოს. არ უნდა დააყენო მსაჯი, რომელიც შესაბამის დონეს ვერ აკმაყოფილებს.
არსებობს ბევრი დეტალი, რომელსაც მოედანზე ყოფნის დროს ხვდებით. გეუბნებით, რომ ვან გაალი ხალხს თვალებში მტვერს აყრის თითქოს მისი გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, არადა, მითითებას აძლევ, რომ მისმა ფეხბურთელებმა საჯარიმოში ბურთი მაღალ მოთამაშეებზე ჩაკიდოს.
ხორვატია ძალიან რთული მეტოქეა, რომელსაც საუცხოოდ მოთამაშეები ჰყავს და ისინი კარგად არიან შეთამაშებული. გასული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ხორვატებს მწვრთნელი არ შეუცვლიათ. ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ამიტომ რთული იქნება“ – განაცხდა მესიმ, რომელმაც ნერვები ვერ მოთოკა, როდესაც ნიდერლანდელმა ვერგჰორსტმა ჩაუარა და მას შეუტია: „რას მიყურებ სულელო. წადი აქედან“.