დალიჩი: „ხომ ვამბობდი, რომ ჩვენი დაუფასებლობა არასოდეს შეიძლება“

0
43

ზლატკო დალიჩის თქმით, მისმა ფეხბურთელბმა ბრაზილიასთან გამარჯვება ხორვატ ხალხს მიუძღვნეს. ხორვატების მთავარ მწვრთნელმა ამის შესახებ კატარის მუნდიალის 1/4-ფინალში პენალტების სერიაში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის დამარცხების შემდეგ განაცხადა.
„ეს გამარჯვება ხორვატ ხალხს ეკუთვნის. ყოჩაღ ბიჭები, რადგან მთავარი ფავორიტი გამოვთიშეთ. ეს ხორვატიაა. ხომ ვამბობდი, რომ  ჩვენი დაუფასებლობა არასოდეს შეიძლება. ამაზე არ ვამთავრებთ და წინ ვიყურებით.
ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯეთ. ჩემი ბიჭები არანორმალურები არიან“ – იუწყება ხორვატული მედია დალიჩის ნათქვამს, რომლის ხელმძღვანელობით ნაკრები მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
ხორვატები მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში 13 დეკემბერს არგენტინას დაუპირისპირდებიან.