ტიტე ბრაზილიის ნაკრებიდან წავიდა

0
67

ტიტემ ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში ხორვატიასთან პენალტების სერიაში მარცხის მერე განაცხადა.
„მტკივნეული წაგებაა, მაგრამ ჩემს თავთან მართალი ვარ. ეს ციკლის დასასრულია, როგორც ამას წელიწადნახევრზე მეტი ხნის წინ ვამბობდი.
ჩემს მიერ გაწეული სამუშაოს შეფასება არ შემიძლია. დროთა განმავლობაში ამას თქვენ შეაფასებთ. მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ ამის შესაძლებლობა არ მაქვს.
ყოველთვის თავშეკავებულად ვიქცევი და პენალტების სერიის შემდეგ გასახდელში ამიტომ წავედი. შესაძლოა, ახლა ეს სხვანაირდ გამეკეთებინა. საქმე გამარჯცებას ან მარცხს არ ეხება. გინახავთ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში ოდესმე მეზეიმოს? არა, ეს არ გამიკეთებია. ასეთი სტილი მაქვს, მაგრამ შესაძლოა ეს დღეს სხვანაირად უნდა გამეკეთებინა.
მეხუთე პენალტი გადამწყვეტია, რომლის დამრტყმელი დიდი წნეხის ქვეშაა. ამიტომ, მაღალი დონის მოთამაშე გვჭირდებოდა, რომელიც ბოლო დარტყმის შესასრულებლად ფსიქოლოგიურად ძლიერია. აქედან გამომდინარე, მეხუთე პენალტი ნეიმარს უნდა შეესრულებინა“ – იუწყება 61 წლის სპეციალისტის ნათქვამს ბრაზილიური მედია.