გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს. მწვრთნელსა და სფფ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ამოიწურა.
ჩხაიძემ საქართველოს ქალთა ეროვნული გუნდი 2021 წლის აპრილში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და ჯამში 10 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ქულა არ აუღია.
.




