პაულუ ბენტუმ სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ბრაზილიასთან 1/4-მარცხის შემდეგ განაცხადა.
„უბრალოდ მომავალზე უნდა ვიფიქრო, რომელიც კორეის ნაკრებს არ უკავშირდება. ამის შესახებ მოთამაშეებს და სამხრეთ კორეის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს განვუცხადე. ეს ჯერ კიდევ სექტემბერში გადავწყვიტე. მოთამაშეებს მადლობას ვუხდი იმისთვის რაც გააკეთეს. ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ, რის გამო ძალიან ამაყი ვარ, რომ მათ ვწრთნიდი“ – ციტირებს Sky Sports პორტუგალიელ სპეციალისტს, რომელიც სამხრეთ კორეის ნაკრებს 2018 წლიდან წვრთნიდა.





