დიდიე დეშამი: „თავგადასავალი გრძელდება“

0
67

დიდიე დეშამს მიაჩნია, რომ საფრანგეთის ნაკრების წარმატებისთვის ერთ „მუშტად“ შეკვრა ძალიან მნიშვნელოვანია. მან ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში პოლონეთთან (3:1) გამარჯვების და 1/4-ფინალში გასვლის მერე განაცხადა, სადაც ფრანგები ინგლისს შეხვდებიან.
„თავგადასავალი გრძელდება. ჩვენ თავს გასახდელში ვუთხარით, რომ ამ გამოცდილების ერთად მისაღებად, ერთი მთლიანი ორგანიზმი უნდა ვიყოთ. საჭირო სიტყვები მოვძებნეთ. საუცხოო მეგობრების ჯგუფი ვართ, ერთად ძალიან კარგად ვცხოვრობთ, რაც ჩანს. გახარებული ვარ, რადგან გუნდი თავისი მონდომებისთვის დასაჩუქრდა. ჯერ კიდევ გრძელი გზა გველოდება“ – ციტირებს დეშამს ფრანგული გამოცემა L’Equipe.