გარეთ საუთგეიტი: „ვაჩვენეთ, რომ შეტევაში დაუნდობლად მოქმედება შეგვიძლია“

0
57

გარეთ საუთგეიტს სენეგალთან (3:0) შეხვედრაში ყველაზე მეტად მისი გუნდი დაუნდობელი მოქმედება, ბურთით და უბურთოდ თამაში მოეწონა. მან ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში აფრიკელებთან გამარჯვებისა და 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა, სადაც საფრანგეთს 10 დეკემბერს დაუპირისპირდება.
„ყველაზე მეტად ის მომეწონა თუ როგორ დაუნდობლად ვაკეთებდეთ ყველაფერს, ასევე როგორ მუშაობდა გუნდი ბურთით და უბურთოდ. საწყისი 25-30 წუთი ცოტა შებოჭილი ვიყავით. თუმცა, ჩვენი ყველაზე საუკეთესო მომენტები ბურთი ართმევის შემდეგ იქმნებოდა. ამ მხრივბელინგემი და ჰენდერსონი საუცხოოები იყვნენ.
საწყისი 35 წუთი არცთუ ადვილი იყო. მეტოქე კომპაქტურად და ენერგიულად მოქმედებდა, ჩვენს საჯარიმოში რამდენიმეჯერ შემოვიდა. ვიცოდით, რომ გოლი პირველებს უნდა გაგვეტანა.
ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გოლის გატანა და შეტევაში დაუნდობლად მოქმედება შეგვიძლია. გოლები იღბლიან პერიოდებში გავიტანეთ. ასევე ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია გოლი არ გავუშვათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ ეტაპზე საფრანგეთთან გამარჯვებისთვის“ – იუწყება საუთგეიტის ნათქვამს ინგლისური მედია.