ლიონელს მესის მიაჩნია, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ავსტრალიასთან (2:1) მატჩში ვითარებას აკონტროლებდა და განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნია.
„თამაშს ვაკონტროლებდით და ყველა საკითხის გადაწყვეტა ნაადრევად შეგვეძლო. თუ მარტინესის მოგერიებას არ ჩავთვლით, განსაკუთრებული პრობლემა არ შეგვქმნია. განვლილ მატჩში ბევრი ბრძოლა იყო. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და მთავარი მიზნისკენ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით.
დასასვენებლად ცოტა დრო გვქონდა და ეს ცოტა გვაფიქრებდა, რადგან გვესმოდა, რომ შეხვედრაში ბევრი ბრძოლა იქნებოდა. ჩვენ ანგარიშის გახსნა, მეორე გოლის გატანა და თამაშის კონტროლი მოვახერხეთ. მეტოქემაც გაგვიტანა და თამაშის ბოო ცხოვრება გაგვირთულა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ასეთი რამ ბუნებრივია,
დაუჯერებელი შეგრძკებაა და ამ მომენტის გულშემატკივრებისთვის გაზიარება საუცხოოა. ჩვენ ვიცით ისინი რაზე წავიდნენ, რომ აქ ჩამოსულიყვნენ. მათგან დაუჯერებელი ენერგეტიკა მოდის. დღეს გავიგე, რომ კარიერაში მე-1000 მატჩი ჩავატარე. მომენტით ვცხოვრობ და იმით ვტკბები თუ რაც დღეს გავაკეთეთ.
ნიდერლანდებთან ძალიან რთული მატჩი გველოდება. ვფიქრობ, ძალიან გაგვიჭირდება, რადგან მეტოქე შეეცდება ბურთი კონტროლოს. ჩემპიონატის ამ სტადიაზე თამაშები კიდევ უფრო რთულია“ – განაცხადა არგენტინელთა კაპიტანმა, რომელმაც ავსტრალიასთან შეხვედრაში ანგარიში გახსნა.




