ლიონელ სკალონის მიაჩნია, რომ არგენტინის ნაკრები ავსტრალიასთან მატჩის მიწურულს „წვალებას“ არ იმსახურებდა და უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოეგო. „ალბისელესტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ავსტრალიასთან 2:1 გამარჯვების და 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ კმაყოფილნი ვართ. განვლილი შეხვედრა ძალიან რთული იყო. ავსტრალია ძლიერ ზეწოლას ანხორციელებდა. მეტოქე ფიზიკურად ჩვენზე უკეთესი იყო. მსოფლიო ჩემპიონატის ტიპური მატჩი ჩავატარეთ. ეს შეხვედრა ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშიდან 72 საათის მერე გაიმართა.
მესის გოლმა თამაში „გახსნა“. შესვენებაზე რაღაც შევცვალეთ და ვფიქრობ, გუნდი შეხვედრის მუწურულს „წვალებას“ არ იმსახურებდა – უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგო“ – აღნიშნა სკალონიმ თამაშის მერე.





