ლუის ვან გაალის თქმით, ნიდერლანდების ნაკრებმა უნდა მოუმატოს, თორემ მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება. „ნარინჯისფერთა“ თავკაცმა ამის შესახებ მუნდიალის /8-ფინალში აშშ-სთან (2:1) მოგებულ შეხვედრის მერე განაცხადა.
„ჩვენი გეგმა ის იყო, რომ თავისუფალი ზონები შეგვექმნა, რაც მოვახერხეთ. ერთი მეორეზე ლამაზი გოლები გავიტანეთ. მესამე გოლის დროს მარცხენა მცველმა პასი მარჯვენას გაუკეთა, რაც გასაოცარია.
თუმცა, ბურთთან ერთად არცთუ კარგად ვმუშაობთ. როდესაც მეტოქეს ბურთი აქვს ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, მაგრამ თავად შეცდომებს ხშირად ვუშვებთ. საგრძლობლად უნდა მოვუმატოთ, თორემ მსოფლიო ჩემპიონები ვერ გავხდებით. არადა, სწორედ ამისკენ მივისწრაფვით, ასე არაა?
ახლა ფეხბურთეებს ერთი დღე დავასვენებ და მათ ჩემი კიდევ ნახვა არ მოუწევთ. მათ უკვე ჩემგან დაღლა ეტყობათ“ – განაცხადა პრესკონფერენციაზე ვან გაალმა, რომელმაც ორი საგოლე პასისა და გოლის ავტორ მცველ დუმფრის ჟურნალისტების წინ აკოცა.





