კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში E ჯგუფში მეორე ტური ესპანეთსა და გერმანიას შორის მეტად საინტერესო დაპირისპირებით დასრულდა. ორივე გუნდმა მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშიც (1:1) მატჩის მსვლელობას შეესაბამება.
შესვენებამდე ანგარიში არ გახსნილა. 62-ე წუთზე ხორდი ალბამ ზუსტი პასი მისცა მეტოქის საჯარიმოში გახსნილ ალვარო მორატას, რომელმაც მცველს დაასწრო და ერთი შეხებით გაიტანა.
83-ე წუთზე გერმანელთა საჯარიმოში მუსიალა შეიჭრა და საბოლოოდ ბურთი ფულკრუგს დარჩა, რომელმაც ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
ამ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 8 მატჩიდან ესპანეთმა 4-ჯერ გაიმარჯვა, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო გერმანიამ ერთი ამხანაგური თამაში მოიგო 2014 წელს.
მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში გერმანია მხოლოდ 1 მოიგო – 2018 წელს შვედეთთან (2:1).
ესპანეთი 4 ქულით ჯგუფის ლიდერია, 3 ქულით იაპონია მეორეა, ამდენივე ქულით კოსტა რიკა მესამეა, ხოლო 1 ქულით გერმანია მეოთხეა.
F ჯგუფში ხორვატია კანადას დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ამერიკელები მე-2 წუთზე ალფონსო დევისმ დააწინაურა, გაიტანა რა მიმდინარე მუნდიალზე ყველაზე სწრაფი გოლი, ბალკანელებმა დარჩენილ დროში მეტოქის კარი 4-ჯერ აიღეს.
კრამარიჩმა 36-ე წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა, ხოლო ლივაიამ 44-ე წუთზე ხორვატები დააწინაურა. 70-ე წუთზე კრამარიჩმა დუბლი მიითვალა და მატჩის ბოლო გოლი 94-ე წუთზე მაიერის ანგარიშზე.

ხორვატია 4 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა, ამდენივე ქულით მეორე მაროკოა, ხოლო ბელგია 3 ქულით მესამეა. უქულო კანადა ჯგუფში ჩარჩა.