ლუის ენრიკე: „ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას ვაპირებთ“

0
34

ლუის ენრიკეს თქმით, ესპანეთის ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლას გეგმავს. მან ამის შესახებ გერმანიასთან 1:1 დასრულებული შეხვედრის მერე განაცხადა.
„მატჩს კიდევ ერთხელ როდესაც ვნახავ ახლანდელი შეგრძნებისგან განსხვავებით უფრო მომეწონება. ჩვენთვის ვინმეს რომ ეთქვა ორი ტურის შემდეგ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატში ლიდერები იქნებით და პლეი-ოფში გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც გეყოფათო, დავთანხმდებოდით.
პირველ ტაიმში უკეთესად გამოვიყურებოდით, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში ცოტა არ გვყოფნიდა იმის რწმენა, რომ გერმანიისთვის უფრო მეტი პრობლების შექმნა შეგვეძლო. გერმანელებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, რადგან წაგების შემთხვევაში გავარდებოდნენ, ხოლო თამაში ვერ გავაკონტროლოთ. სახიფათო სიტუაცია ორივე კართან იქმნებოდა და საბოლოოდ მეტოქემ გამოგვიჭირა.
თუმცა, ჩანდა, რომ ამბიცია გვქონდა და კმაყოფილი ვიქნები, როდესაც თამაშს კიდევ ერთხელ ვნახავ. ჩემი ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომა მომეწონა, ვინაიდან გამარჯვების სურვილი ჰქონდათ.
ბოლო მატჩში იაპონიასთან გამარჯვებას და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას ვაპირებთ. რასაც ვაკეთებთ იმაში ბოლომდე დარწმუნებული ვართ“ – ციტირებს ლუის ენრიკეს marca.com.