ვინისიუს ჟუნიორი: „22 წელი ველოდი, რომ აქ მოვხვედრილიყავი“

0
103

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გარემარბმა ვინისიუს ჟუნიორმა კატარში მიმდინარე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის პირველ მატჩში სერბეთთან (2:0) გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ამ დღეს 22 წელიწადი ელოდა.
„ჩვენი დებიუტით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ მართლაც „მარჯვენა ფეხით“ დავიწყეთ – გამარჯვებით. 22 წელი ველოდი, რომ აქ მოვხვედრილიყავი. ბევრს ვმუშაობდი და ვოცნებობდი. მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე. წინ კიდევ ექვსი ფინალი გველოდება.
რიშარლისონის დუბლი? ძალიან გამეხარდა. ერთად ამისთვის ბევრს ვმუშაობთ. მას გასახდელში ვესაუბრა და ვუთხარი, რომ აუცილებლად ექნებოდა მომენტი, რომელიც უნდა გამოიყენოს. რიშარლისონი აქ ჩვენს დასახმარებლადა და ის ამისთვის ყოველთვის მზადაა“ – იუწყება ვინისიუსის ნათქვამს Globo.