ნეიმარის თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე საეჭვოა

0
30

ბრაზილიის ნაკრების ლიდერის ნეიმარის თამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საეჭვოა. სერბეთთან ჩატარებულ პირველ შეხვედრაში ნეიმარი კოჭის ტრავმის გამო შეცვალეს და კადრში კარგად ჩანდა თუ როგორ განიცდიდა ფეხბურთელი ამ ფაქტს, როდესაც სამედიცინო შტაბის ერთ-ერთი წევრი მტკივან ფეხზე ყინულს ადებდა.
ნეიმარის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების ექიმმა როდრიგო ლასმარმა გააკეთა:
„მას მარჯვენა კოჭის მყესები დაეჭიმა. საფუძვლიანი გამოკვლევის დრო არ გვქონდა, მაგრამ ფეხი ცოტა უკვე შეუშუპდა. ერთი დღე-ღამე უნდა დაველოდოთ და შევხედოთ როგორი რეაქცია, იქნება.
მოთმინება და სიმშვიდე გვმართებს. ჯერ ადრე იმაზე საუბარი გააგრძელებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს. ვნახოთ, თავს რამდენიმე საათის მერე როგორ იგრძნობს“.
თავის მხრივ ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელი ტიტე დარწმუნებულია, რომ ნეიმარი გუნდს დაეხმარება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში კიდევ ითამაშებს“ – აღნიშნა ტიტემ, რომლის გუნდმა სასტარტო შეხვედრაში სერბეთი 2:0 დაამარცხა.