კრიშტიანუ რონალდუ: „დიახ, ერთადერთი ვარ“

0
83

კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატში გოლის გამტანი ერთადერთი ფეხბურთელია, განაცხადა, რომ თავისი რეკორდით ამაყობს.
„საუცხოო მომენტია – ჩემს მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი ისევ გავიტანე. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და ტურნირი კარგად დავიწყეთ. პორტუგალიამ იცის, რომ ასეთ შეჯიბრებებზე პირველ მატჩში გამარჯვება საკვანძოა.
კიდევ ერთი რეკორდი. დიახ, ერთადერთი ვარ, რომელმაც ზედიზედ ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიტანე და ამით ვამაყობ. მიხარია, რომ გუნდმა საუცხოო ფეხბურთი აჩვენა. რთული იყო, მაგრამ დამსახურებულად გავიმარჯვეთ“ – იუწყება პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის ნათქვამს A Bola.