ორი ცვლილება არგენტინის ნაკრებში მუნდიალისთვის

0
20

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კატარში გასამართ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე თავდამსხმელი ხოაკინ კორეა ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. არგენტინელთა ოფიციალური ტვიტერის გვერდი იუწყება, მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი მუნდიალის განაცხადიდან ამოიღეს.
მის ნაცვლად არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ „ატლანტა იუნაიტედის“ ნახევარმცველი ტიაგო ალმადა გამოიძახა. 21 წლის მოთამაშეს მანამდე „ალბისელეტეში“ ერთხელ უთამაშია.
ხოაკინ კორეას გარდა, მუნდიალზე არგენტინელებს ტრავმის გამო „ფიორენტინას“ ფორვარდი ნიკო გონსალესი არ ეყოლებათ, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ანხელ კორეამ შეცვალა.