საზონოვი კვარაცხელიაზე: „ძალიან მაგრად მოუმატა“

0
22

მოსკოვის „დინამოს“ მცველ საბა საზონოვს, რომელსაც გუშინ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მაროკოსთან (0:3) ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა, მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ძალიან მოუმატა.
„ხვიჩა ყოჩაღ – ძალიან მაგრად მოუმატა. ჩვენ გადავკვეთილვართ, როდესაც ოს ჯერ კიდევ „რუბინში“ თამაშობდა. თუმცა, პირადი ურთიერთობა არ გვქონია და არც დრო გაგვიტარებია ერთად“ – ციტირებს საზონოვს Sport24.
21 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში 17-ჯერ ითამაშა და 8 გოლის გატანის გარდა, ამდენივე საგოლე პასი გააკეეთა, პლუს 3 პენალტი „გამოიმუშავა“.