
თურქ აგენტ ადემ ჩებეჯის, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის „დინამოს“ და ცსკას მატჩს დაესწრო, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა საზონოვი მოეწონა.
„გასულ კვირას „დინამოსა“ და ცსკას შეხვედრას დავესწარი, რათა საქმეში მენახა ფეხბურთელები, რომელტა მიწვევა თურქულ კლუბებშია შესაძლებელი. ძალიან მომეწონა „დინამოს“ ფეხბურთელი 15-ნომრიანი მაისურით (საბა საზონოვი). მას უზადო აღნაგობა აქვს“ – გაანცხადა Metaratings.ru ჩებეჯიმ, რომელიც ცსკას ყოფილი ფეხბურთელების იუსუფ იაზიჯის და ჟან-ფილიპ გბამენის აგენტი იყო.
განვლილ შეხვედრაში, რომელიც „დინამომ“ 2:1 მოიგო, საზონოვმა შეუცვლელად ითამაშა.




