იტალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც კატარში გასამართ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ამხანაგურ შეხვედრაში ალბანეთი 3:1 დაამარცხა.
რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით „სკუადრა აძურამ“ 35-ე მატჩი მოიგო და არიგო საკის მიღწევა გააუმჯობესა. მისი შედეგი იტალიის ნაკრების ისტორიაში მესამეა. მანჩინი ვიტორიო პოცოს (65 გამარჯვება) და ენცო ბეარზოტს (51) ჩამორჩება. ალბანეთთან სპარინგში იტალიელთა რიგებში დებიუტ „უდინეზეს“ ნახევარმცველმა სიმონე პაფუნდის ჰქონდა. ის მოედანზე მატჩის მიწურულს გავიდა. პაფუნდი ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც „სკუადრა აძურაში“ უთამაშია – 16 წლის და 247 დღის.
მასზე უფრო ახალგაზრდულ ასაკში იტალიის ეროვნულ გუნდში დებიუტო პიეტრო ანტონიო გავინელის (16 წლის და 87 დღის) და რენცო დე ვეკის (16 წლის და 111 დღის) ჰქონდათ.
გავინელიმ 1911 წლის 9 აპრილს საფრანგეთთან (2:2) ითამაშა, ხოლო დე ვეკიმ 1910 წლის 26 მაისს უნგრეთთან – 1:6.






