პედრი: „შეგვიძლია გამარჯვებაზე ვიოცნებოთ? დიახ“

0
24

პედრის მიაჩნია, რომ ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებს კატარში გასამართი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.
„მიმაჩნია, რომ ესპანეთის ნაკრები მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს კარგად მომზადებული ხვდება. ევროპის ჩემპიონატზე და ერთა ლიგაში ძალიან კარგად გამოვედი. ევრო-2021-ზე ნახევარფინალამდე მივედით. დარწმუნებული ვარ, რომ ფინალში გასვლის შემთხვევაში ჩემპიონები გავხდებოდით. ერთა ლიგაში თითქმის არ მითამაშია, მაგრამ გუნდი ძალიან კარგი იყო. საუცხოო შემადგენლობა გვყავს, რასაც მოედანზე ვაჩვენებთ.
შეგვიძლია გამარჯვებაზე ვიოცნებოთ? დიახ, რატომ არა? თავდაპირველად კონცენტრაცია ჯგუფურ ეტაპზე უნდა გავაკეთოთ, ხოლო შემდეგ – პლეი-ოფზე. ჩვენ გუნდს ტიტულებისთვის ბრძოლა შეუძლია. მართალია, სუპერვარსკვლავები არ გვყავს, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი მთელი გუნდია. როდესაც ყოველ დღე ერთად მუშაობ და თითოეულმა იცის რა უნდა, უკვე დიდი მიღწევაა, რაც გამარჯვების კარგ შანსს იძლევა“ – იუწყება Mundo Deportivo-ს სიტყვებს 19 წლის ფეხბურთელი, რომლისთვის მომავალი მუნდიალი სადებიუტოა.