მესი: „არა მგონი, რომ თამაში კიდევ დიდი ხანი გავაგრძელო“

0
23

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ლიონელ მესის თქმით, საფეხბურთო კარიერის დიდი ხნით გახანგრძლივებას არ გეგმავს.
„ფეხბურთი მიყვარს, უბრალოდ მიყვარს თამაში და სიამოვნების მიღებს. ერთადერთი რაც ცხოვრებაში გამიკეთებია – ფეხბურთს ვთამაშობდი. დარწმუნებული ვარ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ჩემი ცხოვრება ასევე ამ თამაშს დაუკავშირდება. არა მგონი, რომ თამაში კიდევ დიდი ხანი გავაგრძელო.
„ნიუელს ოლდ ბოიზში“ კარიერის დასრულება? ვერ გეტყვით, რადგან ირგვლივ უამრავი რამ ხდება. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ არგენტინულ გუნდში მოვხვედრილიყავი, მოედანზე გავსულიყავი და მეთამაშა. თუმცა, ამჟამად ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, რადგან ოჯახი და სამი შვილი მყავს, ხოლო ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა, რომლებიც ჩვენი ოჯახისთვის ძვირად ფასობს. ამჟამად ყველაფერი დავძლიე და თავს საუცხოოდ ვგრძნობთ“ – იუწყება მესის სიტყვებს გამოცემა Mundo Deportivo.
არგენტინის ნაკრები კატარში გასამართ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე C ჯგუფში პოლონეთს, მექსიკას და საუდის არაბეთს შეხვდება.