რობერტო მანჩინის მიაჩნია, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების გარეშე მსოფლიო ჩემპიონატს სხვა ელფერი აქვს.
მან ამის შესახებ ალბანეთთან დღეს გასამართი ამხანაგური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენთვის რთული პერიოდია. ამხნაგურ მატჩებს ჩავატარებთ იმ არცთუ კარგი შეგრძნების ფონზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე არყოფნის გამო გვაქვს. თუმცა, ამავე დროს შეგვძილია საქმეში ახალი ფეხბურთელები ვნახოთ და სათამაშო ტაქტიკა დავამუშავოთ.
მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას ვიმსახურებდით, მაგრამ სამწუხაროდ შესაძლებლობა რომელიც გვქონდა ხელიდან გავუშვით. ფეხბურთი ასეთია. ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებით გამოწვეული დიდი კმაყოფილების შემდეგ, დიდი იმედგაცრუება დადგა. თუმცა, უკვე ვერაფერს შევცვლით. იტალიის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი სულ სხვაა.
ვეცდებით მომავალში სწორად ვიმუშავოთ, რათა მსგავსი რამ არ გამეორდეს. ისევე როგორც ევროპის ჩემპიონატის წინ გავიზარდეთ და სერიოზულ ძალად ჩამოვყალიბდით, ამის გაკეთება კვლავ შეგვიძლია. ბიჭებმა ეს იციან და ჩემს შეგრძნებას იზიარებენ“ – იუწყება „სკუადრა აძურას“ თავკაცის ნათქვამს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.





