ლორია ლიდერთან დამარცხდა

0
53

„ანორთოსისი“, სადაც მეკარე გიორგი ლორიამ გამოდის კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში სტუმრად მიმდინარე სეზონის მოულოდნელ ლიდერ „პაფოსთან“ დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო და სტუმრები გოლის გაშვებას არაერთხელ გადაარჩინა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში მისი შეცვდომის შემდეგ გაიხსნა.
„პაფოსის“ ფეხბურთელის დარტყმული ბურთი ლორიამ ცუდად მოიგერია და ნამემ ახლო მანძილიდან გაიტანა.
„ანორთოსისი“ 14 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.