ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა კატარში გასამართი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუთგეიტმა შემდეგი მოთამაშეები შეარჩია.
მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ნიკ პოუპი (ნიუკასლი), აარონ რამსდეილი (არსენალი).
მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), კონორ კოადი (ევერტონი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერი), ლუკ შოუ (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კაილი უოკერი (მანჩესტერ სიტი), ბენ უაითი (არსენალი).
ნახევარმცველები: ჯუდი ბელინგემი (დორტმუნდი, გერმანია), კონორ გალაჰერი (ჩელსი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), მეისონ მაუნთი (ჩელსი), კალვინ ფილიპი (მანჩესტერ სიტი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი).
თავდამსხმელები: ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯეიმს მედისონი (ლესტერი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი), ბუკაიო საკა (არსენალი), რაჰიმ სტერლინგი (ჩელსი), კალუმ უილსონი (ნიუკასლი)
ნგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირანის, აშშ-სა და უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდება.





