„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში 5-მატჩიანი (3 დრე და 2 მარცხი) მოუგებელის სერია შეწყვიტა. მე-14 ტურში ჯენარო გატუზოს გაწვრთნილმა გუნდმა სევილიას „ბეტისი“ მიიღო და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრების მეკარემ მიმდინარე სეზონშიო ესპანეთის ჩემპიონატში შეუცვლელად მე-14 შეხვედრა ჩაატარა.
თამაშის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 61-ე წუთზე სტუმართა მცველმა ედგარ გონსალესმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. მასპინძლებმა ეს შანსი კარგად გამოიყენეს და 63-ე წუთზე ანგარიში ანდრე ალმეიდამ გახსნა საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ გახსნა. 81-ე წუთზე უგოლო გოლამონმა პენალტი ზუსტად შეასრულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ჯასტინ კლუივერტმა საბოლოო წერტილი დასვა. „ვალენსიას“ 19 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.






