ავთანდილ ასათიანი: “მხოლოდ სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ”

0
22

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ძირითადი რაუნდის მესამე მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიას დაუპირისპირდება.
მეინ-რაუნდის მეორე საშინაო შეხვედრისთვის მზადების ფარგლებში, საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა, საბოლოო განაცხადი კი 14 მოთამაშისგან დაკომპლექტდა.  ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენი გუნდისთვის. მოგების შემთხევაში 99 პროცენტით ვინაღდებთ ელიტ-რაუნდში გასვლას. ცხრილიდან გამომდინარე, ვეთამაშებით ჯგუფის აუტსაიდერს, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. მთელი გუნდი მაქსიმალურად მოტივირებული ვართ. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და მხოლოდ სამი ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ”.საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა შეხვედრა 9 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს სილქ უნივერსალის და სფფ-ის YouTube არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე ჯამბურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო).
წინა ხაზი: ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), გიორგი ქურდაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი, საქართველო), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი, საქართველო) გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), თალესი (ალ-იარმუკი, ქუვეითი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი).