ვაგნერი თბილისის “დინამოში” ითამაშებს

0
34

თბილისის “დინამომ” ბრაზილიელი გარემარბი ვაგნერ გონსალვესი დაიმატა. მოთამაშე თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. 26 წლის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, დინამოელთა შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების გამართავს 2023 წლიდან შეძლებს.
ვაგნერი ბოლო კლუბი მაკედონიურიშკენდია” იყპ, რომელსაც იგი მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდში ვაგნერმა მაკედონიაში 14 მატჩი გამართა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
რაც შეეხება ზოგადად მის საკლუბო კარიერას, ბრაზილიელი შემტევი ფრანგული “ბასტიას” აღზრდილია. ამის შემდეგ იყო თბილისის “საბურთალო”, ბელგიური “სერკლ ბრიუგე”, ბათუმის “დინამო”, უკრაინული “კრივბასი” და “დნიპრო-1”. ვაგნერ გონსალვესის ბოლო ქართული კლუბი კი, გორის “დილაა”, სადაც მან 2022 წლის სეზონის პირველი ნახევარი გაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში მის ანგარიშზე რვა გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა .
ვაგნერმა თბილისის “საბურთალოსთან” ერთად 2018-19 წლებში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი, საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელია.

საკლუბო კარიერა

2014-16 ბასტია B – 30 მატჩი | 8 გოლი
2016-19 საბურთალო – 70 მატჩი | 18 გოლი | 24 საგოლე გადაცემა
2020 დინამო ბათუმი – 16 მატჩი | 1 გოლი | 5 საგოლე გადაცემა
2021 დნიპრო-1 – 4 მატჩი | 1 გოლი
2021 კრივბასი – 9 მატჩი | 2 გოლი
2022 დილა გორი – 17 მატჩი | 8 გოლი | 1 საგოლე გადაცემა
2022 შკენდია – 14 მატჩი | 1 საგოლე გადაცემა