ლუკა ლოჩოშვილი იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში „მილანთან“ (0:0) საშინაო მატჩში არ ათამაშეს. „კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ თამაშამდე განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალურ მცველს მიკროტრავმა ჰქონდა და დაასვენებდა. ლოჩოშვილი სამატჩო განაცხადში მოხვდა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე ყოფნით შემოიფარგლა.
იტალიური ფეხბურთის ელიტაში წელს დაბრუნებულმა კრემონელებმა ფრედ ზედიზედ მე-3 შეხვედრა დაასრულეს. „კრემონეზეს“ ჯერ თამაში არ მოუგია და 7 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 პოზიციაზეა.
