Lufthansa-მ საქართველოს ნაკრებს გზა გაუმრუდა

0
40

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის სათამაშოდ ისლანდიაში წასულ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ავიაკომპანია Lufthansa-ს მიზეზით გზა გაუმრუდდა, რის გამოც დანიშნულების ადგილზე, ქალაქ რეიკიავიკში ერთი დღის დაგვიანებით ჩავა. გერმანიიდან გამოფრენილი თვითმფრინავი, რომელსაც 7 ნოემბერს, გამთენიისას საქართველოს ნაკრების წევრები მიუნხენში უნდა გაყოლოდენ, აფრენიდან მალევე უკან მიბრუნდა. ტექნიკური პრობლემების გამო ავიახომალდი მიუნხენის აეროპორტში დაბრუნდა და შესაბამისად, ჩვენი ნაკრების თბილისიდან გერმანიაში გასამგზავრებელი რეისიც არ შესრულდა.
საქართველოს ნაკრების წევრები მიუნხენისკენ გუშინ 16:00 საათზე გაფრინდნენ, რის გამო მიუნხენი-რეიკიავიკის რეისს ვერ ჩაასწრეს და ამ ღამეს გერმანიაში გაათენებენ. ნაკრების სამგზავო მარშუტში ჩაემატა რეისი ფრანკფურტის მიმართულებით, საიდანაც ჩვენი გუნდი ისლანდიის ქალაქ კეფლავიკში სამშაბათს, 8 ნოემბერს, 11:00 საათზე გაემგზავრა და რეიკიავიკში ავტობუსით ნახევარ საათში ჩავიდა.
მთლიანობაში საქართველოს ნაკრების ბირთვი რეიკიავიკში 24 საათის დაგვიანებით ჩავიდა, სადაც მათ დახვდნენ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი, მოთამაშეები – გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია, რომლებიც ისლანდიაში იმ ქვეყნებიდან ჩავიდნენ, სადაც თამაშობენ.
საქართველოს ნაკრები თბილისიდან შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური და მწვრთნელი, ანატოლი ბოისა.
გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია ნაკრებს მატჩის წინა დღეს, მას შემდეგ შეუერთდება, რაც 9 ნოემბერს ევროლიგაში მილანის წინააღმდეგ ითამაშებს.