სანდრო მამუკელაშვილი პარკეტს დაუბრუნდა

0
82

“მილუოკი ბაქზის” ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ტვინის შერყევის მორჩენის შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა. ჩვენი ნაკრების წევრმა ატლანტაში, “ჰოუკსის” წინააღმდეგ ითამაშა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე ექვსი წუთი გაატარა და ორი ქულა დააგროვა (ერთი ორქულიანი ტყორცნა ჩააგდო, ორივე სამქულიანი სროლა ააცილა).
უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, “მილუოკი” მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა (98:117) და 9 მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა.