უეფას ევროპა ლიგაში 1/16-ფინალის წყვილები ცნობილია. ამ ეტაპზე ერთმანეთს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპზე მე-2 ადგილზე გასული გუნდების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფების მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.
წყვილებში გამარჯვებულები 1/8-ფინალში ევროპა ლიგის ჯგუფების პირველადგილოსნებს შეუერთდებიან.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:
“ბარსელონა” – “მანჩესტერ იუნაიტედი”
“იუვენტუსი” (ტურინი) – “ნანტი”
“სპორტინგი” (ლისაბონი) – “მიდტიულანდი”
“შახტარი” (დონეცკი) – “რენი”
“აიაქსი” (ამსტერდამი) – “უნიონი” (ბერლინი)
“ბაიერი” (ლევერკუზენი) – “მონაკო”
“სევილია” – პსვ
“ზალცბურგი” – “რომა”
ევროპა ლიგის 1/16-ფინალის პირველი თამაშები 16 თებერვალს შედგება, ხოლო საპასუხო მატჩები 23 თებერვალს. ევროპა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა 24 თებერვალს ჩატარდება.
კენჭისყრას უეფას ოფიციალურ პირებთან ერთად უნგრეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ზოლტან გერა უძღვებოდა, რომელიც 2023 წლის 31 მაისს ბუდაპეშტში გასამართი ევროპა ლიგის ფინალის ელჩია.




