„ბორდომ“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის საფრანგეთის ლიგა 2-ში ლიდერობა დაკარგა. მე-14 ტურში ჟირონდელები სტუმრად „ნიმს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით წააგეს. დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე გაიტანეს და მისი ავტორი ნგუესანია.
„ბორდო“ 27 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა და ლიდერ „ლე ავრს“ 2 ქულით ჩამორჩება.





