ჭანტურიშვილის შედეგიანი შეხვედრა ჩეხეთში

0
36

ვახტანგ ჭანტურიშვილმა „ზლინის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ჩეხეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ქართველი ნახევარმცველის გუნდი სტუმრად „ბოჰემიანსს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ 2:0 იგებდა, საბოლოოდ უქულოდ დარჩა.
30-ე წუთზე ჭანტურიშვილმა მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გახსნილი ფილიო მოძებნა, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 36-ე წუთზე ჭანტურიშვილმა მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოში არშესულმა დაარტყა – ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.
შესვენების შემდეგ „ზლინმა“ სამი გოლი გაუშვა – 55-ე, 66-ე და 86-ე წუთზე. „ზლინი“ 12 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.