აპოელმა ქვილითაიას და დაუშვილი გარეშე მოიგო

0
58

აპოელმა კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო. მე-10 ტურში ნიქოზიელებმა შინ „ენოსისს“ 2:0 აჯობეს და ამჯერად, გუნდში მყოფი სამი ქართველი ლეგიონერიდან მხოლოდ ერთმა ითამაშა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა მოედანზე ორი ტაიმი შეუცვლელად გაატარა. ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ და ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა შეხვედრა ტრავმის მიზეზით გამოტოვეს. აპოელმა შიდა პირველობაზე მიჯრით მე-7 შეხცედრა (5 გაამრჯვება და 2 ფრე) არ წააგო – 21 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.