ტიმო ვერნერი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. „ლაიფციგის“ თავდამსხმელმა კოჭის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად დონეცკის „შახტართან“ 4:0 მოგებულ მატჩში მიიღო, რომელიც ვერ დაასრულა.
ვერნერს მარცხენა კოჭის მყესები აქვს დაჭიმული და „ლაიფციგის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
ვერნერი „ლაიფციგში“ მიმდინარე სეზონის წინ ლონდონის „ჩელსიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 მატჩში 9 გოლი გაიტანა, პლუს 4 საგოლე პასი გააკეთა.





