შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალის 19 წლამდე ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპისა და ძირითადი რაუნდის წილისყრა გაიმართა.
ევროპის ათი ქვეყანა პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს. საუკეთესო შედეგის მქონდე სამი ნაკრები კი მეინ რაუნდში გადაინაცვლებს. ევროპის ჩემპიონატის შვიდი საგზურისთვის მეინ რაუნდში სულ 28 ნაკრები იბრძოლებს.
საქართველოს 19 წლამდე ფუტსალისტთა ნაკრები ძირითად რაუნდში იასპარეზებს. ჩვენი გუნდი მეოთხე ჯგუფში ლატვიას, ბელგიას და ფინეთს დაუპირისპირდება. მატჩები 2023 წლის 21-26 მარტს, ლატვიაში შედგება.
ძირითადი რაუნდის შვიდ საუკეთესო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ხორვატია შეუერთდება. ჩემპიონობისთვის სულ რვა გუნდი იბრძოლებს. ხორვატიაში მატჩები 2023 წლის 3-10 სექტემბერს შედგება.




