აზაროვის დებიუტი ევროპა ლიგაში – „ცრვენა ზვეზდა“ ბოლო ადგილზეა

0
35

ირაკლი აზაროვმა კარიერაში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა. ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“, სადაც საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გამოდის ბოლო ტურში სტუმრად „მონაკოს“ შეხვდა და 1:4 წააგო.
აზაროვი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 1:3 აგებდა.
„ცრვენა ზვეზდამ“ 6 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ევროთასებზე გამოსვლა დაასრულა. პირველ ადგილზე უნგრეთის „ფერენცვაროში“ გავიდა 10 ქულით, სადაც გიორგი ხარაიშვილი ირიცხება, მაგრამ ისევ ტრავმირებულია და არ თამაშობს.