კვეკვესკირი და წიტაიშვილი “ვილიარეალთან” გამარჯვების ხარჯზე ჯგუფიდან გავიდნენ

0
54

პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი დაძლია.
C ჯგუფის ბოლო ტურში პოლონელებმა ესპანეთის „ვილიარეალს“ უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს. კვეკვესკირი სასტარტოში იყო და ნახევარდაცვის ცენტრში საიმედოდ მოქმედებდა. მან ერთ ეპიზოდში შორი მანძილიდან სახოფათოდ დაარტყა და სტუმართა მეკარემ ბურთი მოიგერია.ის ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს. წიტაიშვილმა ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
პოზნანელები 27-ე წუთზე ველდემ დააწინაურა, ხოლო 51-ე წუთზე სკორაშმა მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 77-ე წუთზე სკორაშმა დუბლი შეასრულა და „ლეხს“ შემდეგ ეტაპზე თამაში გაუნაღდა.
პოლონელებმა 9 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და 1/8-ფინალში მოსახვედრა 1/16-ფინალს ითამაშებენ. პირველ ადგილზე 12 ქულით „ვილიარეალი“ გავიდა.
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში აგდამის “ყარაბაღმა”, სადაც მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ირიცხება, შინ “ფრაიბურგთან” 1:1 ითამაშა. გუგეშაშვილი სათადარიგო იყო. “ყარაბაღმა” 8 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ერთ-ერთი ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება.