გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის მიმდინარე სეზონში ევროთასებზე გამოსვლა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ავსტრიელები სტუმრად დანიის „მიდტიულანდს“ შეხვდნენ და პლეი-ოფში გასასვლელად ქულაც ჰყოფნიდათ, მაგრამ 2 უპასუხო ბურთი გაუშვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო მე-80 წუთზე შეცვალეს.
„მიდტიულანდმა“ დრეიერის დუბლით მოიგო, რომელმაც ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, ხოლო 72-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო.
„შტურმმა“ 8 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე გავიდა. ამდენივე ქულა მოიპოვა დანარჩენმა სამმა გუნდმა, რომლებმაც შესაბამისად შემდეგი ადგილი დაიკავეს – „ფეინოორდი“ პირველზეა, „მიდტიულანდი“ მეორე, ხოლო „ლაციო“ -მესამე. „ლაციომ“ ჯგუფში ბოლო თამაში სტუმრად „ფეინოორდთან“ 0:1 წააგო.





