ანჩელოტი ფერგიუსონს დაეწია, ბენზემამ ჯგუფური ეტაპი უგოლოდ პირველად დაასრულა

0
48

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მოქმედმა გამარჯვებულმა მადრიდის „რეალმა“ გლაზგოს „სელტიკი“ მიიღო და 5:1 გაანადგურა.
მატჩის დაწყებიდან 4 წუთსა და 9 წამში ფრანგმა ქალმა არბიტრმა ფრაპარმა „სელტიკის“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ლუკა მოდრიჩმა გაიტანა. მანამდე, ნახსენე ტურნირში მადრიდელთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი ასე სწრაფად არასოდეს დაუნიშნავთ. 37 წლის მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში პენალტი გაიტანა.
21-ე წუთზე გლაგოელთა კარი თერთმეტმეტრიანიდან უკვე როდრიგომ აიღო. 35-ე წუთზე ფრაპარმა პენალტი უკვე „რეალის“ კარში დადო და ტიბო კურტუამ იურანოვიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია.
61-ე წუთზე სტუმართა კარი ვინისიუს ჟუნიორმა აიღო, ხოლო 10 წუთში ფედე ვალვერდემ გლაზგოელები მეხუთედ დაამწუხრა. მან მიმდინარე სეზონში საჯარიმოს გარედან მეხუთე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესის (პსჟ) და დაიჩი კამადას („აინტრახტი“) აჯობა – ურუგვაელი ევროპის ტოპ-5 ლიგაში ლიდერია.
„სელტიკიდან“ ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე ჟოტამ გაიტანა.
კარიმ ბენზემამ, რომელსაც ტრავმის გამო 3 მატჩი გაუცდა და მოედანზე შეცლაზე შევიდა, კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უგოლოდ დაასრულა.
63 წლის კარლო ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერაში ჩემპიონთა ლიგაში 102-ე მატჩი მოიგო და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსთავკაცის ალექს ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა.