ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავებმა ოუენ ჰარგრივსმა, მაიკლ ოუენმა და რიო ფერდინანდმა „ლივერპულთან“ სტუმრად ჩატარებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქეს.
„ის ფანტასტიკურია და ალბათ, ყველაზე საინტერესო მოთამაშე იყო, რომელზე დაკვირვებაც ღირს, რადგან ბურთს როდესაც იღებს, ცდილობს რამე გააკეთოს. ძალიან პოზიტიურია და მისი ყურება სასიამოვნოა, სუნთქვა გეკვრება, როდესაც მის თამაშს ხედავ. მხოლოდ 21 წლისაა და 10 მილიონი ევრო გადაიხადეს – ორივე ფეხით თამაშობს, ბევრი გოლი გააქვს და საგოლე პასებს აკეთებს. ძალიან ტექნიკური და სწრაფია, ხოლო ვის წინააღმდეგაც თამაშობს დიდ წილად ატერორებს. კარგი დამამთავრებელია და შედეგიანი პასის მიცემაც შეუძლია. ისე გამოიყურება როგორც ჩემპიონთა ლიგის სტაბილური მოთამაშე. თითქმის იდეალური გარემარბია და ყველაფერი შეუძლია“ – იუწყება ჰარგრივსის ნათქვამს football.london.
„ის ცოტ-ცოტა ყველაფერს აკეთებს და სხვა დონის მოთამაშეა. „ნაპოლიში“ ბევრი ვარსკვლავი თამაშობს და ერთ-ერთი მათგანია“ – აღნიშნა ოუენმა.
„როდესაც მის თამაშს უყურებ, შესაძლოა ყბა ჩამოგივარდეს“ – თქვა რიო ფერდინანდმა,





