დავითაშვილის მეორე გოლი „ბორდოში“

0
42

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე „ბორდოში“ გადასვლის შემდეგ, თავისი მეორე გოლი გაიტანა.
საფრანგეთის თასის 1/128-ფინალში „ბორდო“ სტუმრად თანაქალაქელ „სტად ბორდალასს“ შეხვდა, რომელიც რანგით მეოთხე დივიზიონში გამოდის და 3:0 დაამარცხა.
მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 55-ე წუთზე „ბორდომ“ კუთხური ჩააწოდა და მცველის მიერ მოგერიებული ბურთი დავითაშვილმა მიიღო, რომელიც მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, ხოლო მეტოქე ფეხბურთელმა წააქცია. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი თავად საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გოლად აქცია. „ბორდოდან“ მეორე გოლი 72-ე წუთზე ბარბეტმა მიითვალა, ხოლო 84-ეზე თავი დელო-შაბემ გამოიჩინა. დავითაშვილმა, რომელიც „ბორდოში“ ზაფხულში გადავიდა, ლიგა 2-ში პირველი გოლი „დიჟონთან“ გამართულ თავის სადებიუტო მატჩში გაიტანა და მასპინძლებს მოაგებინა.