ელოშვილის მეოთხე გოლი ავსტრიაში

0
24

ლევან ელოშვილმა “გრაცერის” შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. მე-14 ტურში “გრაცერი” სტუმრად “ამშტეტენს” შეხვდა და ქულა აიღო – 2:2.
ელოშვილი თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა და 52-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში შეამცირა. 78-ე წუთზე სტუმრებიდან თავი პეჰამმა გამოიჩინა.
25 წლის ელოშვილი “გრაცერს” ამ სეზონის წინ შეუერთდა და 12 მატჩში (6 სასტარტოში) თავი 4-ჯერ გამოიჩინა.
“გრაცერი” 22 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.